ჩისკოს უოტფორდმა პრემიერლიგაში მეორე მატჩი მოიგო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ,,უოტფორდმა'', რომელსაც ,,დინამო თბილისის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი წვრთნის, ,,ნორვიჩს'' სტუმრად 3:1 მოუგო. ,,უოტფორდი'' შეხვედრაში მე-17 წუთზე ემანუელ დენისის გოლით დაწინაურდა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს - თავი პუკიმ გამოიჩინა. 63-ე წუთზე ისმაილა სარმა ჩისკოს გუნდი წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, მატჩის მიწურულს კი სენეგალელმა დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პრემიერლიგის 5 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდი'' 6 ქულით ცხრილის მე-10 პოზიციაზეა, ,,ნორვიჩი'' კი უქულოდაა და ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.
A win on the road! 🙌#NORWAT | @Stake pic.twitter.com/3rFZl17skJ — Watford Football Club (@WatfordFC) September 18, 2021