"ჩაკვეტაძის დაკარგვა არ გვსურს" - ტომ კლევერლი
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის ფინალური (42) ტურის წინ, BBC "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს.
ტომ კლევერლიმ რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა, მათ შორის მომავალი სეზონის გეგმებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გიორგი ჩაკვეტაძისა და ლიდერების გუნდში შენარჩუნება სურს.
მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ტოპ ფეხბურთელების უმრავლესობა, მომავალ სეზონშიც ჩვენთან დარჩება. არ გამიკვირდება, თუ რამდენიმე დაგვტოვებს, რადგან ჩემპიონშიპის კლუბების უმრავლესობა ასე იქცევა, თუმცა მჯერა, რომ ჩვენს ტოპ ფეხბურთელებს, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ შევინარჩუნებთ.
იანვრამდე და იანვრის შემდეგ, გაშვებულ გოლებს შორის სხვაობას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩვენს მიერ გატანილი გოლების რაოდენობა, სეზონის მეორე ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა. გიორგი ჩაკვეტაძის, კვადვო ბაასა და მუსა სისოკოს ტრავმებმა და გამოტოვებულმა თამაშებმა, შესაძლებლობა არ მოგვცა, რომ გუნდში სიღრმე გვქონოდა და ამ სიტუაციას გავმკლავებოდით. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ მინდა რომელიმე მათგანი დავკარგო. - ტომ კლევერლი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიპის წლევანდელ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შსრულება შეძლო.