Belive

ჩისკო: "ეს არის დინამო, ჩვენი გუნდი ყოველთვის ვნებით თამაშობს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისში" დაბრუნების და პირველივე მატჩში უშუალო კონკურენტ "დინამო ბათუმთან" გამარჯვების შემდეგ, დედაქალაქური კლუბის მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა შეხვედრა შეაფასა და მოახლოებულ საერთაშორისო მატჩებზეც ისაუბრა. "რა თქმა უნდა, დღევანდელი გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამით ბედნიერი ვარ. ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი გააკეთეს. აი სწორედ ეს არის ჩვენი კლუბი, ასე თამაშობს "დინამო". "დინამო" ყოველთვის სიყვარულით და ვნებით თამაშობს. დღეს ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღეს.  მინდა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა კლუბის ყველა თანამშრომელს და რა თქმა უნდა, ჩვენს ქომაგებს. მადლობა და გჯეროდეთ, რომ ჩვენ წინსვლას გავაგრძელებთ. დღეს ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ყველა მატჩი განსხვავებულია და ყველა მეტოქე კარგად უნდა შევისწავლოთ. ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმს გავაკეთებთ", - თქვა ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე, თბილისურმა დინამომ ბათუმური გიორგი გაბედავას, ბაქარ ქარდავას და გიორგი ზარიას გოლებით - 3:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.

სხვა სტატიები