Belive

ჩისკო დინამოს ტოვებს - საქართველოს ჩემპიონი მთავარი მწვრთნელის გარეშე რჩება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედ ჩემპიონ "დინამო თბილისს" მალე ახალი სამწვრთნელო შტაბი ეყოლება. უდიდესი ალბათობით, ჩისკო მუნიოსი და მისი ესპანელი ასისტენტები ახალი წლიდან ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს აღარ უხელმძღვანელებენ. საქმე იმაშია, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონმა მწვრთნელმა პირადი სურვილის საფუძველზე, კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ "დინამოს" დატოვება სურს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ჩისკოს საკმაოდ საინტერესო შემოთავაზება უცხოეთიდან, კერძოდ კი დიდი ბრიტანეთიდან აქვს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს "ლურჯ-თეთრებს", ამასთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს, 20 დეკემბერს გაავრცელებს. ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი, "დინამო თბილისმა" 40 ქულით და პირველი პოზიციით დაასრულა. შემდეგ სეზონში, თბილისური კლუბი მონაწილეობას უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს.  

სხვა სტატიები