Belive

ჩირო იმობილე: "მადლობა დედას, რომ ამის შესაძლებლობა მომცა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც იტალიის ნაკრებმა თურქეთს, საშინაო კედლებში, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" - 3:0 აჯობა, "სკუადრა აძურას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა და თავისი გუნდის მეორე გოლის ავტორმა, ჩირო იმობილემ მატჩი შეაფასა.
"პირველ ტაიმში უფრო ფრთხილად ვთამაშობდით. თურქეთი ძლიერი გუნდია და ბევრ გრანდს პრობლემები შეუქმნა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ბურთის ერთი ფლანგიდან მეორეზე გადატანით ისინი დაგვეღალა. სამწუხაროდ, ჩვენ რეგულარულად გვიჭირდა მათი დაცვის კედლის გატეხვა. მადლობა დედას, რომ მომცა შესაძლებლობა, საჭირო დროს საჭირო ადგილას ვყოფილიყავი. არ მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის მაისურით საშინაო კედლებში გოლის გატანაზე უკეთესი რამე იყოს.  შესვენების შემდეგ თურქეთი უფრო დაღლილი აღმოჩნდა. გაშვებული გოლის შემდეგ მათ გარკვეული სივრცის გახსნა მოუწიათ, ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ჩვენი სათამაშო ხარისხი", - თქვა "ლაციოს" 31 წლის ფორვარდმა
ანგარიში შეხვედრის 53-ე წუთზე, მერიჰ დემირალის ავტოგოლით გაიხსნა, 66-ზე ჩირო იმობილემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, 13 წუთში კი ამ უკანასკნელის გადაცემით ლორენცო ინსინიემ ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სხვა სტატიები