Belive

ჩეფერინი არაბეთში გადასულ ვარსკვლავებზე: ,,ვფიქრობ, ეს არაბული ფეხბურთის შეცდომაა''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთი ასაკოვან ვარსკვლავებში ჩადებული ინვესტიციის გამო შეცდომას უშვებს:

,,ვნერვიულობ თუ არა ფეხბურთელების იქ გადასვლის გამო? არა, არა, არა... მიმაჩნია, რომ ეს არაბული ფეხბურთის შეცდომაა.

რაში ვხედავ პრობლემას? მათ ინვესტიცია აკადემიებში უნდა ჩადონ, მიიწვიონ მწვრთნელები და ფეხბურთელების განვითარებაზე იზრუნონ.

კარიერის მიწურულს მყოფი ფეხბურთელების ყიდვა ფეხბურთს ვერ განავითარებს. ასეთივე შეცდომა დაუშვეს ჩინეთშიც - მიიყვანეს მოთამაშეები, რომლებიც კარიერას ასრულებდნენ,'' - განაცხადა ჩეფერინმა.

წლის დასაწყისში საუდის არაბეთის პრო ლიგაში კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა, რამდენიმე დღის წინ კი არაბულ კლუბს კიდევ ერთი ვარსკვლავი - კარიმ ბენზემა შეუერთდა.

სხვა სტატიები