ალექსანდრ ჩეფერინი: "ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატით ხალხის 99% კმაყოფილია"
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე საუბრობს. მისი თქმით, უეფას ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატით ხალხის 99% კმაყოფილია.
"ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატის შესახებ ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მოვისმინე. თავიდან უფრო მეტი კრიტიკა გვესმოდა, ახლა კი ხალხის 99% კმაყოფილია.
შეჯიბრება უფრო არაპროგნოზირებადი გახდა: დასკვნით ტურამდე არავინ იცოდა თუ რომელმა გუნდებმა მიაღწიეს წარმატებას. ტოტალური წარმატებაა სამივე ტურნირზე, ჩემპიონთა, ევროპა და კონფერენს ლიგებზე.
სპონსორები ბედნიერები არიან, რომ ამ ტურნირებში მეტი გუნდი მონაწილეობს. ახლა მათ კიდევ უფრო სურთ შემოგვიერთდნენ და მეტ ინვესტირებას ახორციელებენ უეფას შეჯიბრებებში. იგივე ეხება ტელევიზიას და სხვა მაუწყებლებს, რომლებიც აშუქებენ მატჩებს", - ამბობს ალექსანდრ ჩეფერინი.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატით ახალი სეზონი ტარდება, უკვე შედგა ლიგის ფაზა და პლეი-ინი, მერვედფინალები კი 4 მარტს დაიწყება.