Belive

"ჩემთვის სასაცილო იქნება იმის ფიქრი, რომ კამილ გროსიცკის ვერ გაუმკლავდება" - კრაკოვიას მთავარი მწვრთნელი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, პოლონეთის ჩემპიონატში, ესტრაკლასას მე-8 ტური გაიმართება, სადაც ოთარ კაკაბაძის "კრაკოვიაც" ჩაატარებს თავის მორიგ შეხვედრას. ქართველი ფეხბურთელის გუნდი "პოგონ სედლცეს" შეხვდება, მას კი მეტოქე გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის, კამილ გროსიცკის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

"კრაკოვიას" მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ კროჩეკმა მატჩისწინა პრესკოფერენციაზე სწორედ ქართველ მცველზე გაამახვილა ყურადღება და იმაზე, შეძლებდა თუ არა ოთარ კაკაბაძე გროსიცკის წინააღმდეგ კარგად თამაშს:

ოთარ კაკაბაძე საქართველოს წარმომადგენელია და ჩემთვის სასაცილო იქნება იმის ფიქრი, რომ კამილ გროსიცკის ვერ გაუმკლავდება. საუბარია ფეხბურთელზე, რომელმაც ევროზე ითამაშა. მე მჯერა მისი, რომ კარგად თამაშს შეძლებს. - დავიდ კროჩეკი - "კრაკოვიას" მთავარი მწვრთნელი

"კრაკოვია" პოლონეთის ჩემპიონატში 13 ქულით (4 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი) მე-5 ადგილზეა. "პოგონ-სიედლცეს" წინააღმდეგ შეხვედრა, დღეს 19:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები