საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 2 მატჩს 15 ნოემბერს ესპანეთთან, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთთან ჩაატარებს. ქართველები შეკრებას 10 ნოემბერს დაიწყებენ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ 2 გამოძახებული ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება.
ტრავმების გამო ესპანეთთან და ბულგარეთთან შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს ვილიარეალის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და კრაკოვიას მცველი ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. მათ ნაცვლად ვილი სანიოლმა გიორგი ქვილითაია და შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი)