,,ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ისე ითამაშონ, როგორც შინ, მე-2 ტაიმში ითამაშეს'' - სიმეონე
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, არსენალთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ჩემს ფეხბურთელებს ვეტყვი, რომ ისე ითამაშონ, როგორც შინ, მეორე ტაიმში ითამაშეს. ვეცდებით, ჩავატაროთ ისეთი მატჩი, როგორიც საჭიროა და იმ ინტენსივობით, რასაც ის მოითხოვს. ჩვენ გვჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ.
რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ, მწვრთნელებმა, ფეხბურთი მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ჩვენი საქმე მხოლოდ მათი მაქსიმალურად კარგად მომზადებაა. მჯერა, რომ გამოცდილებას და დროს მოაქვს სიმშვიდე, რომელიც ასეთი მატჩებისთვისაა საჭირო.
სხვა სასტუმრო ცრურწმენის გამო ავირჩიეთ? (ატლეტიკომ არსენალთან სტუმრად ოქტომბერში ითამაშა და 4:0 წააგო) ჩვენ ახლა უფრო ძლიერი გუნდი ვართ, ვიდრე ოქტომბერში ვიყავით... სასტუმრო კი იმიტომ შევიცვალეთ, რომ უფრო იაფი იყო.'' - დიეგო სიმეონე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, არსენალი ატლეტიკოს უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
🎙️ « Avez-vous changé d'hôtel à cause de la superstition ? (l’Atletico avait perdu 4-0 la dernière fois à Londres) »
— Actu Foot (@ActuFoot_) May 4, 2026
🗣️ Diego Simeone 🇦🇷 : « IL ÉTAIT MOINS CHER c’est pour ça ! 😁😭 » pic.twitter.com/jQOyLdEKDa