Belive

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის მონაწილეებმა მიუნხენის "ბაიერნმა" და "პსჟ-მ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. პარიზული გრანდის ინტერესთა სფეროში ახალგაზრდა ფრანგი მარჯვენა მცველი ბენჟამინ პავარი მოექცა, რომლის სანაცვლოდაც ბავარიელები 45 მილიონ ევროს ითხოვენ. შესაძლოა "პარი სენ-ჟერმენმა" თანხის სანაცვლოდ მათ ის რომელიმე ფეხბურთელი შესთავაზონ, ვისაც კლუბთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში უმთავრდება. არსებობს ვარიანტიც, რომ პარიზელებმა გუნდის კაპიტანთან ტიაგო სილვასთან, რომელიც მალე თავისუფალი აგენტი ხდება, ახალი კონტრაქტი გააფორმონ და გერმანულ გრანდს 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სწორედ ცენტრალური მცველი იჯარის წესით შესთავაზონ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა "პსჟ-ში" ამ სეზონში 47 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები