ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში პსჟ-ს სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,შტუტგარტს'' 4:1 მოუგო და პლეი-ინში თამაშის უფლება მოიპოვა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ფაზაში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპზე მისი სავარაუდო მეტოქეები მე-17 პოზიციაზე გასული ,,მონაკო'' ან მე-18 ადგილზე გასული ,,ბრესტი'' იქნებიან.
უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, პარიზული კლუბი ,,ლივერპულს'' ან ,,ბარსელონას'' დაუპირისპირდება.
პლეი-ინის წილისყრა პარასკევს, 31 იანვარს გაიმართება, მატჩები კი 11-12 და 18-19 თებერვალსაა ჩანიშნული.
მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ხვიჩა კვარაცხელიასაც ექნება, ამისთვის საჭიროა, რომ ,,პარი სენ ჟერმენმა'' ქართველი ფეხბურთელი ევროტურნირზე დაარეგისტრიროს.