Belive

ჩემპიონთა ლიგა - რომელი მოთამაშეები დააკლდებათ კლუბებს?!

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დღეს, 7 ივლისს ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩებით განახლდება. დღეს ორი მატჩი გაიმართება, კერძოდ კი ტურინის "იუვენტუსი"დღის ცენტრალური მატჩი კი "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იქნება. დღის ცენტრალური მატჩი კი "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იქნება. "სიტიმ" პირველი მატჩი მადრიდში 2:1 მოიგო და მადრიდელთათვის საქმე რთულად არის.

დანაკლისი

"იუვენტუსი" - "ლიონი" 

"იუვენტუსი" ტურინში "ლიონის" დამარცხებას და 1/4 ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება. ტურინელების ლაზარეთი დიდი არ არის, მათ დუგლას კოშტა, დე შილიო და სამი ხედირა დააკლდებათ. რაც შეეხება ფრანგულ გრანდს, "ლიონის" რიგებში ვერ ითამაშებენ მალელი ფეხბურთელი - იუსუფ კონე, რომელმაც პირველი მატჩიც ტრავმის გამო გამოტოვა და ასევე ჰოლანდიელი - კენი ტეტე, რომელმაც საფრანგეთში "იუვენტუსის" წინააღმდეგ მხოლდო 13 წუთი ითამაშა, იგი მოედანზე 78-ე წუთზე შემოვიდა.

"სიტი" - "რეალი"

სამეფო კლუბს "ეტიჰადზე" უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. მათ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, თუმცა მათი ლაზარეთი ამ საქმეს ერთიორად ართულებს. მადრიდელებს გუნდის კაპიტანი - სერხიო რამოსი გამოაკლდებათ. მიზეზი კი ის არის, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველ მატჩში, სერხიო რამოსი მატჩის 87-ე წუთზე წითელი ბარათით გააძევეს. სერხიო რამოსის გარდა მათ გარეთ ბეილი და მარიანო დიასი ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება მანჩესტერულ კლუბს, მათი დანაკლისი არცთუ ისე დიდია, მიუხედავად იმისა, რომ დააკლდებათ კლუბის ლიდერი და ამავე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - სერხიო აგუერო. არგენტინელი ფორვარდის გარდა მათ ასევე ძირითადის მარცხენა მცველი - ბენჟამინ მენდი დააკლდებათ. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები