Belive

არტეტამ არსენალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიკელ არტეტამ, არსენალთან, ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელ სპეციალისტს მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 44 წლის მწვრთნელი კლუბში რამდენიმე წელი კიდევ დარჩება.

ჯერჯერობით, არაა ცნობილი, თუ რამდენი ხანი დარჩება ესპანელი, ლონდონურ კლუბში, მაგრამ ახალი კონტრაქტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ არტეტა, პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს 2029 წლამდე უხელმძღვანელებს. ახალი ხელშეკრულება, ხელფასის ზრდასაც ითვალისწინებს, ამ ეტაპზე, ესპანელის წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ფუნტია. ახალი კონტრაქტის მიხედვით, დამატებით, 5 მილიონი ფუნტის ბონუსიცაა გათვალისწინებული. არტეტამ, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, გასულ კვირას ისაუბრა.

გულშემატკივრებს ამაზე არაფერი აქვთ სანერვიულო. მე აქ დარჩენა მინდა. ძალიან ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანებთან მუშაობით, რომლებთან ერთადაც ვარ. - მიკელ არტეტა

სხვა სტატიები