ჩემპიონთა ლიგის პირველი ფაზის სიმბოლური გუნდი Goal.com-ის ვერსიით
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის განვლილი 8 ტური შეაჯამა და ევროტურნირის პირველი ფაზის სიმბოლური გუნდი დაასახელა.
ვებგვერდის ვერსიით, საუკეთესო თერთმეტეულში 2-2 ფეხბურთელი ,,ლივერპულიდან'', ,,ინტერიდან'', ,,ლევერკუზენიდან'' და ,,პსჟ-დან'' მოხვდა, თითო-თითო კი ,,ბარსელონადან'', ,,ბაიერნიდან'' და ,,დორტმუნდიდან''.
მეკარე - იან ზომერი
მცველები - აშრაფ ჰაკიმი, ჯონათან ტა, ვირჯილ ვან დაიკი, ფედერიკო დიმარკო
ნახევარმცველები - იოზუა კიმიხი, რაიან გრავენბერხი, ჟოაო ნევეში
თავდამსხმელები - რაფინია, ფლორიან ვირტცი, სერუ გირასი
ლიგის ფაზაში პირველი ადგილი ,,ლივერპულმა'' დაიკავა, საუკეთესო ბომბარდირები კი 9-9 გოლით რობერტ ლევანდოვსკი და სერუ გირასი გახდნენ.