Belive

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფაზა დასრულდა. რა გველის წინ?

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

2024/25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფაზა დასრულებულია. განახლებულ ფორმატში, ჯგუფური სისტემის ნაცვლად, გუნდები ეროვნული ჩემპიონატების მსგავს ცხრილის სისტემაში უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

სატურნირო ცხრილში, პირველ 8 პოზიციაზე გასულმა გუნდმა მერვედფინალში ავტომატურად გადაინაცვლა. განახლებული ტურნირის პრინციპი ასეთია: 9-24 პოზიციაზე გასული გუნდები 2 მატჩიან დუელს გამართავენ, საიდანაც 8 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება, რომელიც მერვედფინალს საბოლოოდ დააკომპლექტებს.

პირველი რვა პოზიცია შემდეგმა გუნდებმა დაიკავეს: ლივერპული, ბარსელონა, არსენალი, ინტერი, ატლეტიკო, ლევერკუზენი, ლილი, ასტონ ვილა.

ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა, 9-24 ზონაში გუნდი რომელ ადგილს დაიკავებდა?

დიახ, ჰქონდა და ესეც ტურნირის ახალი ფორმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანამატია. მაგალითად, მე-9 და მე-10 ადგილზე გასული გუნდები 23-ე ან 24-ე პოზიციაზე მყოფ გუნდებს დაუპირისპირდებიან - სწორედ ასეთი წყვილები უნდა გამოავლინოს წილისყრამ, რომელიც ხვალ, 31 იანვარს, 15:00-ზე გაიმართება.

9-24 პოზიციებზე პოზიციებზე გადანაწილებულები არიან:

9. ატალანტა;
10. დორტმუნდის ბორუსია;
11. მადრიდის რეალი;
12. ბაიერნი;
13. მილანი;
14. პსვ;
15. პსჟ;
16. ბენფიკა;
17. მონაკო;
18. ბრესტი;
19. ფეიენორდი;
20. იუვენტუსი;
21. სელტიკი;
22. მანჩესტერ სიტი;
23. სპორტინგი;
24. ბრიუგე.

ცხრილში დაკავებული პოზიციების მიხედვით, ატალანტა ბრიუგეს ან სპორტინგს დაუპირისპირდება. იმავე მდგომარეობაშია დორტმუნდის ბორუსიაც. ასევე ვიხილავთ შემდეგ დაპირისპირებებს:

  • რეალი ან ბაიერნი Vs. სელტიკი ან მანჩესტერ სიტი;

  • მილანი ან პსვ Vs. ფეოენორდი ან იუვენტუსი;

  • პსჟ ან ბენფიკა Vs. მონაკო ან ბრესტი.

ამ მდგომარეობით, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენს რთული მეტოქე არ ელოდება და უდიდესი ალბათობით, პარიზული გრანდი ამ ბარიერს დაძლევს და 1/8-ფინალში გადაინაცვლებს.

ჩემპიონთა ლიგა პლეი-ოფის სისტემით 11-12 თებერვალს დაბრუნდება, საპასუხო მატჩები კი 18-19 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები