U 17 | ავსტრიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
კატარში მიმდინარე 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ავსტრიის ნაკრებმა იტალია 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, რაც ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
მატჩში დუბლი იოჰანეს მოსერმა გაიფორმა, რომელიც ავსტრიის მე-2 ბუნდესლიგის გუნდში, ლიფერინგში ასპარეზობს.
ავსტიელებმა მთელი ტურნირი ბრწყინვალედ ჩაატარეს და 7-დან 7 შეხვედრის მოგება შეძლეს - მარტინ შერბის გუნდმა ჯგუფში საუდის არაბეთი, მალი და ახალი ზელანდია დაამარცხა, პლეი-ოფში კი, ტუნისს, ინგლისს, იაპონიასა და იტალიას აჯობა.
ავსტიის მეტოქე მე-2 ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ირკვევა, სადაც ერთმანეთს ბრაზილია და პორტუგალია ხვდებიან.
17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული გერმანიის ნაკრებია, რომელმაც 2023 წელს ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.
ტურნირი ყველაზე მეტჯერ, 5-ჯერ, ნიგერიას აქვს მოგებული, ამ მხრივ მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს (4 ტიტული).
🇦🇹 Austria are heading to the #U17WC Final! 🏆 pic.twitter.com/YdTifbn9He
— FIFA U-17 World Cup🏆🇶🇦 (@U17WC) November 24, 2025