ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა ვებგვერდმა, Goal.com-მა, ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.
სიმბოლური 10 სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებისგანაა შედგენილი და ყველაზე მეტი - 2 წარმომადგენელი ,,სოსიედადიდანაა''.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:
მეკარე - იან ზომერი (ინტერი)
მცველები - საშა ბოე (გალათასარაი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), იგორ სუბელდია (სოსიედადი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი)
ნახევარმცელები - უორენ ზაირ-ემერი (პსჟ), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), რასმუს ფალკი (კოპენჰაგენი)
თავდამსხმელები - ბუკაიო საკა (არსენალი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ჯუდ ბელინგემი (რეალი)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს, 18 დეკემბერს, გაიმართება.