Belive

ჩემპიონთა ლიგის განრიგი - როდის ითამაშებენ ქართველი ფეხბურთელები

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შეცვლილი ფორმატის, 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის განრიგი ცნობილია. პირველი სათამაშო დღე 17 სექტემბერი იქნება.

ჩემპიონთა ლიგაზე 3 ქართველი ფეხბურთელი იასპარაზებს: გურამ კაშია (ბრატისლავის "სლოვანი"), ირაკლი აზაროვი (დონეცკის "შახტარი") და ოთარ კიტეიშვილი (გრაცის "შტურმი").

პირველი სათამაშო დღე ასე გამოიყურება - (17,18,19 სექტემბერი)

17 სექტემბერი

  • იანგ ბოიზი - ასტონ ვილა | 20:45 სთ

  • იუვენტუსი - პსვ | 20:45 სთ

  • მილანი - ლივერპული | 23:00 სთ

  • ბაიერნი - დინამო ზაგრები | 23:00 სთ

  • რეალი - შტუტგარტი | 23:00 სთ

  • სპორტინგი - ლილი | 23:00 სთ

18 სექტემბერი

  • პრაღის სპარტა - ზალცბურგი | 20:45 სთ

  • ბოლონია - დონეცკის შახტარი | 20:45 სთ

  • სელტიკი - ბრატისლავის სლოვანი | 23:00 სთ

  • ბრიუგე - დორტმუნდი | 23:00 სთ

  • მანჩესტერ სიტი - მილანის ინტერი | 23:00 სთ

  • პსჟ - ჟირონა | 23:00 სთ

19 სექტემბერი

  • ფეინოორდი - ლევერკუზენი | 20:45 სთ

  • ცრვენა ზვეზდა - ბენფიკა | 20:45 სთ

  • მონაკო - ბარსელონა | 23:00 სთ

  • ატალანტა - არსენალი | 23:00 სთ

  • მადრიდის ატლეტიკო - ლაიფციგი | 23:00 სთ

  • ბრესტი - გრაცის შტურმი | 23:00 სთ

სხვა სტატიები