ჩემპიონთა ლიგის ფინალს The Killers გახსნის
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, დადასტურებულია, რომ 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მუსიკალური ჯგუფი The Killers გახსნის. ევროპის მთავარი საფეხბურთო მოვლენა 30 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ The Killers-თან ერთად ფინალისწინა შოუზე დევიდ ბექჰემიც გამოჩნდება.
ჯგუფი აღნიშნულ ამბავს ასე გამოეხმაურა:
როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნით შოუზე გამოსვლა გვთხოვეს უყოყმანოდ დავთანხმდით. ჩვენთვის პატივია წარვუძღვეთ იმ წარმოუდგენელი გუნდებისა და მოთამაშეების მატჩს, რომელიც უდავოდ ეპიკური იქნება. - The Killers
It's on! The Race to the UCL Final Kick Off Show by PEPSI with the @thekillers. May 30th. See you there? pic.twitter.com/PqZXzFWK03
— UEFA Champions League (@ChampionsLeague) March 26, 2026