Belive

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებს შორის ჰარი კეინმა მე-10 ადგილზე გადაინაცვლა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბაიერნმა რეალი სტუმრად 2:1 დაამარცხა.

მატჩში გოლი გაიტანა ჰარი კეინმა, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 51 გოლი (67 მატჩში) დაუგროვდა.

შედეგად, ინგლისელმა თავდამსხმელმა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით ტიერი ანრისა და მოჰამედ სალაჰს (50-50 გოლი) გადაუსწრო და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

კეინი მეცხრეადგილოსან ნისტელროის ახლა მხოლოდ 5 გოლით ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი:

  1. კრიშტიანუ რონალდუ - 140 გოლი 183 მატჩში

  2. ლეო მესი - 129 გოლი 163 მატჩში

  3. რობერტ ლევანდოვსკი - 109 გოლი 142 მატჩში

  4. ქარიმ ბენზემა - 90 გოლი 152 მატჩში

  5. რაული - 71 გოლი 142 მატჩში

  6. კილიან მბაპე - 69 გოლი 97 მატჩში

  7. ერლინგ ჰოლანდი - 57 გოლი 58 მატჩში

  8. ტომას მიულერი - 57 გოლი 163 მატჩში

  9. რუდ ვან ნისტელროი - 56 გოლი 73 მატჩში

  10. ჰარი კეინი - 51 გოლი 67 მატჩში

სხვა სტატიები