Belive

ჩემპიონთა ლიგა | ტურნირზე მონაწილე 36 გუნდი ცნობილია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024-25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ბრუნდება. ამჯერად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს.

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფებიც, რომელმაც ლიგის მონაწილე ბოლო გუნდები გამოარკვია.

შედეგად კალათები ასე გადანაწილდა:

პირველი კალათა: მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, რეალი, პსჟ, ლივერპული, ინტერი, დორტმუნდი, ლაიფციგი, ბარსელონა.

მეორე კალათა: ლევერკუზენი, ატლეტიკო, ატალანტა, იუვენტუსი, ბენფიკა, არსენალი, ბრიუგე, შახტარი, მილანი

მესამე კალათა: ფეიენოორდი, სპორტინგი, პსვ, ზალცბურგი, ლილი, დინამო ზაგრები, სელტიკი, იანგ ბოისი, ცრვენა ზვეზდა

მეოთხე კალათა: სლოვანი, მონაკო, ბოლონია, სპარტა, ასტონ ვილა, ჟირონა, შტუტგარტი, შტურმი, ბრესტი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ახალ ფორმატში უკეთ გასარკვევად კი ამ ვიდეოს შეგიძლიათ უყუროთ

სხვა სტატიები