Belive

ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალური წყვილები ცნობილია

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

18 დეკემბერს, უეფას სათაო ოფისში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარეობს, სამივე ევროპული ტურნირის წილისყრაა დაგეგმილი.

ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წილისყრა უკვე გაიმართა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, მერვედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია.

ცნობილია, იმ ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდის მეტოქეც, რომელიც ტურნირის ამ ეტაპზე იღებს მონაწილეობას:

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" "მანჩესტერ სიტის" შეხვდება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" მეტოქე "ბარსელონა" იქნება.

დანარჩენი წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • "პორტუ" - "არსენალი"

  • "ინტერი" - მადრიდის "ატლეტიკო"

  • "პსჟ" - " რეალ სოსიედადი"

  • "პსვ" - დორტმუნდის "ბორუსია"

  • "ლაციო" - მიუნხენის "ბაიერნი"

  • "ლაიფიციგი" - მადრიდის "რეალი"

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 5, 6, 12 და 13 მარტს შედგება.

სხვა სტატიები