Belive

"ჩემი ოცნება ყოველთვის იყო TOP 5 ლიგაში თამაში" - ბუდუ ზივზივაძე

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველმა ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ "ჰაიდენჰაიმში" გადასვლის შემდეგ პირველად ივარჯიშა და გუნდის მედიასთან კომენტარიც გააკეთა. 30 წლის ფორვარდი პირველი მატჩისთვის მზადებას აქტიუად შეუდგა, რომელიც 11 ნოემბერს "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ შედგება.

ბუდუს კომენტარი "ჰაიდენჰაიმთან":

ჩემი ოცნება ყოველთვის იყო TOP 5 ლიგაში თამაში და როდესაც "ჰაიდენჰაიმის" ინტერესის შესახებ შევიტყვე, გადაწყვეტილების მიღება ადვილი ნამდვილად არ იყო, რადგან "კარლსრუეში" გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და გუნდის ლიდერი ვიყავი. ამის მიუხედავად ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, ვყოფილიყავი ბუნდესლიგის დონის გუნდის ფეხბურთელი და როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცა არ მინდოდა ხელიდან გამეშვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგაში მალე ვითამაშებ, მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები, მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს გოლებით ან კარგი თამაშით დავეხმარო. - ბუდუ ზივზივაძე

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე "კარლსრუეში" 2023 წლიდან ასპარეზობდა, მან ყველა ტურნირის 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 27 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა.

ქართველი ფეხბურთელი 12 გოლით ჯერ კიდევ ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია, მას ასევე 4 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.

სხვა სტატიები