ბუდუ ზივზივაძის გოლი და საგოლე გადაცემა | ქართველის შეფასება
გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინ კილი" 3:1 დაამარცხა. პირველი გოლი ჰაიდენჰაიმელთაგან მარვინ პირინგერმა 33-ე წუთზე გაიტანა, 47-ე წუთზე ბუდუ ზივზივაზემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 87 წუთზე "ჰოლშტაინ კილმა" ერთი გოლი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი ბუდუ ზივზივაძის გოლის წყალობით სირლორდ კონტემ 90+3 წუთზე გაიტანა.
Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს ყველაზე მაღალი შეფასება 9.0 დაუწერა, ბუდუმ მატჩი სრულად ჩაატარა, როგორც უკვე გითხარით ერთი გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა გააკეთა, მან კარში ერთხელ დაარტყა და შედეგიანადაც, ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული გამოდგა, ბურთს 42-ჯერ შეეხო, 24 გადაცემიდან 18 ზუსტად შეასრულა, ბუდუმ 13 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 10-ში გაიმარჯვა.
⏰ 90+5. Min.: Abpfiff – Der FCH gewinnt völlig verdient gegen Holstein Kiel!
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) March 16, 2025
⚽️ #NurDerFCH #FCHKSV 2:1 pic.twitter.com/cMo8tHFITT
"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგა 1-ის ცხრილში 19 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩაატარებს, მატჩი 29 მარტს, 18:30 საათზე "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გაიმართება.
ბუდუ ზივზივაზეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.