"ჩემი გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ" - მალდინი მილანის მფლობელებზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "დორტმუნდთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ, "მილანმა" ჯგუფიდან გასვლის შანსები გაირთულა. "როსონერი" 5 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს.
არასახარბიელო შედეგების ფონზე, "მილანის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ლეგენდამ საინტერესო კომენტარი გააკეთა. პაოლო მალდინი აღნიშნავს, რომ "როსონერის" მფლობელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების კონკრეტული გეგმა დაუსახა, თუმცა მათგან გამოხმაურება არ მიუღია.
"მილანის" მფლობელებმა მომთხოვეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების გეგმა წარმედგინა. რა თქმა უნდა, გეგმა წარვადგინე, მაგრამ მათგან პასუხი არ მიმიღია, რადგან კარდინალეს ჩემი გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
დე კეტელაერეს გარიგების გამო გამაკრიტიკეს, მაგრამ მახსოვს, რომ რაფაელ ლეაო, ბენასერი და ტეო ერნანდესი, ასევე არ მოსწონდათ. - პაოლო მალდინი.
🔴⚫️ Maldini: "AC Milan owners asked for a plan to win the UCL. I prepared that but then they never replied as Cardinale already decided to fire me".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 1, 2023
"I saw the criticism for De Ketelaere deal but I still remember that Leao, Bennacer, Theo Hernandéz were not appreciated...". pic.twitter.com/E8C59k0k7B