ჩელსი იანვარში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს
ტრავმების გამო „ჩელსი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მონაკოს ნახევარმცველ ლამინ კამარასა და „ბორნმუთის“ ფეხბურთელ ალექს სკოტის დამატებას განიხილავს.
გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ორივე ფეხბურთელი შეიძინოს. ლონდონელების ნახევარდაცვის სიღრმის პრობლემა გასულ უქმეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც მოისეს კაისედო „ლიდსთან“ მატჩის დასაწყისშივე დაშავდა. „ჩელსი“ შინ 1:4 დამარცხდა.
ლონდონური კლუბი კამარას დამატებით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულსაც იყო დაინტერესებული. „არისტოკრატები“ „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგებული ენცო ფერნანდესის შემცვლელს ეძებდნენ. კლუბებს შორის ტრანსფერზე შეთანხმებაც მიღწეული იყო, თუმცა „მონაკომ“ ბოლო მომენტში გარიგება ჩაშალა.
რაც შეეხება ალექს სკოტს - TEAMtalk-ის ინფორმაციით, „ბორნმუთი“ ნახევარმცველის გასხვისებისთვის მზად არის, რადგან ფეხბურთელმა „ვიტალითი სთედიუმზე“ მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივების არაერთი შეთავაზება უარყო.
ორივე ფეხბურთელის დამატება მარტივი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ კამარა და სკოტი იანვარში კლუბებს შეიცვლიან და მათი გადაბირებით პრემიერლიგის არაერთი გუნდი ინტერესდება. ცნობილია, რომ ორივე ნახევარმცველის დამატება „ლივერპულსაც“ სურს
Chelsea are reportedly considering a January double move for Lamine Camara and Alex Scott.
— STREET ORACLE (@Street0racle) November 23, 2026
Liverpool are also interested in both midfielders, setting up a potential transfer battle between two Premier League rivals.
Chelsea could strengthen their midfield significantly, but… pic.twitter.com/gM63DxByaR