Belive

ჩელსისა და ტოტენჰემის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

24 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში "ჩელსი" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემს" უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ტოტენჰემის დაპირისპირება ყოფილ მწვრთნელთან, მაურისიო პოჩეტინოსთან იმის გამო გადავადდა, რომ ჩელსი ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც "ლივერპულს" ლეგენდარულ "უემბლის" სტადიონზე, 25 თებერვალს უნდა შეხვდეს. "სტემფორდ ბრიჯზე" ჩასატარებელი შეხვედრის ახალი დრო უცნობია, თუმცა სხვაგვარად გადაწყდა ლივერპულის ბედი. მერსესაიდელები ამ შაბათ-კვირას "ლუტონს" უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მათი თამაშის ჩატარება 21 თებერვალს გადაწყდა და ლივერპულმა 4:1 გაიმარჯვა.

გასაკვირია, რომ დერბის ჩატარების ახალი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა გასაგებია რატომ არ სურდათ ამ თამაშის შუა კვირაში გადატანა. სამშაბათს და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალებით დაბრუნდა, სატელევიზიო გიგანტს კი, რომელსაც ამ მატჩის უფლებები აქვს, არ უნდოდა ასეთი დონის თამაში ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირს დამთხვეოდა.

ტოტენჰემი მმხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მყოფ "ასტონ ვილას", მამლები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, ჩელსი კი 35 ქულით ჩემპიონატის ზუსტად შუაშია.

სხვა სტატიები