Belive

ენცო მარესკა: "ეს ჩვენი უპატივცემულობაა - ადამიანებად არ გვთვლიან..."

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის მე-5 ტურში, ამ შეჯიბრის ლიდერი "ჩელსი", სტუმრად ყაზახეთში "ასტანას" წინააღმდეგ ითამაშებს.

ლონდონელები ყაზახეთში გუშინ ჩაფრინდნენ და აღნიშნეს, რომ ჩასვლისთანავე კატასტროფულმა სიცივემ შეაწუხათ. ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იყო.

"ასტანა" - "ჩელსის" დაპირისპირება 12 დეკემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება, რა პერიოდშიც სტადიონზე -18 გრადუსს ვარაუდობენ, ამ ფაქტის შესახებ კი "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

"მესმის, რომ ამ რეგიონში ასეთი კლიმატური პირობებია, თუმცა UEFA-მ პატივი უნდა სცეს სხვა ფეხბურთელებს. -18 გრადუსში თამაში ჯანმრთელობისთვის საშიშია, თუმცა აქამდეც არაერთხელ დადასტურდა, რომ ამ უწყებაში ფეხბურთელები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებთ.

სამწუხაროდ, ვარჯიშიც კი გაგვიჭირდა, რადგან წარმოუდგენელი ტემპერატურა დაგვხვდა მოედანზე - ასე არ შეიძლება, ეს ჩვენი უპატივცემულობაა და შთაბეჭდილება მრჩება. რომ ადამიანებად არ გვთვლიან.

მიუხედავად კლიმატური პრობლემებისა, ჩვენ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე, დანარჩენს კი ერთად ვნახავთ..." - ენცო მარესკა

შეგახსენებთ, რომ განვლილი 4 ტურის შემდეგ, კონფერენს ლიგას 12 ქულით "ჩელსი" ლიდერობს, "ასტანა" კი 4 ქულით 23-ე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები