"არისტოკრატები" იზოლაციაში გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და კლუბის ყველა დაწესებულება დაიხურა.
აღნიშნულის მიზეზი კალუმ ჰადსონ-ოდოის ტესტზე მიღებული დადებითი პასუხია - "ჩელსის" ახალგაზრდა ვინგერს კორონავირუსი დაუდგინდა.
"კალუმ ჰადსონ-ოდოის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ჰადსონ-ოდოისთან კავშირში მყოფი ყველა ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა."
"თვითიზოლაცია ეხება "ჩელსის" ძირითადი გუნდის ყველა წევრს. ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და პერსონალს. მიუხედავად კორონავირუსის ტესტზე მიღებული დადებითი პასუხისა 19 წლის ჰადსონ-ოდოი თავს კარგად გრძნობს და მოუთმენლად ელის ვარჯიშის გაგრძელების შესაძლებლობას", - აღნიშნულია "ჩელსის" განცხადებაში.