Belive

ჩელსის მთავარი სამიზნე ვიქტორ ოსიმენია - Calciomercato

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შეძენით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული - ამის შესახებ Calciomercato წერს. იტალიური გამოცემის ცნობით "ლურჯების" მთავარი პრიორიტეტი თავდამსხმელის პოზიციაზე სწორედ ნიგერიელი ფორვარდია.

მაურისიო პოჩეტინო აქტიურად ეძებს 9 ნომერს და ეს კონკრეტული ტრანსფერი, როგორც გამოცემა იტყობინება, მისთვის საოცნებოა და ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მოსწონს.

"ჩელსიმ" ბოლო პერიოდში არაერთი ტრანსფერი განახორციელა, თუნდაც, თავდამსხმელის პოზიციაზე, ნიკოლას ჯექსონი, რომელიც "ვილიარეალიდან" გადავიდა, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელმა 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და როგორც ჩანს პოჩეტინო ასეთი შედეგით უკმაყოფილოა. ლონდონური გუნდი სწორედ იანვრის ფანჯრისას აპირებს თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერებას.

ამ ტრანსფერში ლონდონელები რომელუ ლუკაკუს ჩართვასაც არ გამორიცხავენ და მათ ბელგიელი თავდამსხმელის გუნდიდან გაშვება სურთ. მათი დიდი იმედების მიუხედავად რომელუმ ფორმა ვერ შეინარჩუნა და მისი კარიერა "ჩელსიში" ცუდად განვითარდა, მან 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამჯერად კი იჯარით რომაში თამაშობს.

თუ ლონდონურ გუნდს ოსიმენის შეძენა სურს, მისი ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ევროა და ნეაპოლურ გუნდთან კონრაქტი 2025 წლამდე აქვს. წლევანდელ სეზონის 8 მატჩში ვიქტორის ანგარიშზე 6 გოლია.

სხვა სტატიები