ჩელსის მოლაპარაკებები იულიან ნაგელსმანთან ჩაიშალა
მას შემდეგ, რაც მიუნხენის "ბაიერნმა" იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, არ წყდებოდა ჭორები, რომ გერმანელი სპეციალისტი "ჩელსიში" დაინიშნებოდა. სპორტულ მედიაში ისიც ვრცელდებოდა, რომ 35 წლის მწვრთნელი ლონდონელებისთვის მთავარი სამიზნე იყო. რამდენიმე დღის წინ, "არისტოკრატების" წარმომადგენლები ნაგელსმანთან შეხვედრისთვის გერმანიაშიც კი იყვნენ ჩასულები.
თუმცა, მოვლენები ისე არ განვითარდა როგორც მოსალოდნელი იყო. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, იულიან ნაგელსმანი "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი აღარ გახდება. ჟურნალისტის თქმით, ეს თავად გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილება იყო. მარავალეტაპიანმა მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.
ამჟამად, ლონდონელებს ფრენკ ლამპარდი ხელმძღვანელობს, რომელიც სეზონის დასრულებისთანავე კლუბს დატოვებს.
ასევე ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის მიხედვით, "ჩელსის" მოსალოდნელ მთავარ მწვრთნელთა სიიდან ამოიშალა ლუის ენრიკეც. ამჟამინდელი მონაცემებით, ინგლისური კლუბისთვის ყველაზე რეალური ვარიანტი მაურისიო პოჩეტინოა.