Belive

,,ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ არ ვითამაშებ" - ტიბო კურტუა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტიბო კურტუამ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბელგიის ნაკრებში არ დაბრუნდება. მეკარე პირდაპირ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკოა.

მთავარ მწვრთნელთან შექმნილი მდგომარეობის გამო, გადავწყვიტე მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ეროვნულ გუნდში არ დავბრუნდე. ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ფედერაცია, რომელთანაც ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრე, ეთანხმება ჩემს პოზიციას და იზიარებს მიზეზებს, რამაც ამ მტკივნეულ მაგრამ, თანმიმდევრულ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. შესაძლო ზოგიერთ გულშემატკივარს იმედები გავუცრუე მაგრამ, დარწმუნებული ვარ ეს ბელგიის ნაკრების განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. - განაცხადა ტიბო კურტუამ
View this post on Instagram

A post shared by Thibaut Courtois (@thibautcourtois)

ევრო 2024-ის დაწყებამდე კურტუას ტედესკუსთან კონფლიქტი მოუვიდა. არაოფიციალურად, ამის მთავარი მიზეზი ედენ აზარის კაპიტნად არ დასახელება იყო, რის გამოც ტიბომ შეკრება დატოვა.

ტედესკუს განმარტებით, ტიბო კურტუამ ბანაკი დატოვა რადგან პატივისცემის ნაკლებობას გრძნობდა. ბელგიელთა კარის დარაჯმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ შეკრებიდან მუხლის ტრავმის გამო წავიდა.

სხვა სტატიები