Belive

ჩელსიმ კონფერენს ლიგის რეკორდი დაამყარა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კონფერენს ლიგის მესამე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე სომხური "ნოა" მიიღო და დააფიქსირა შედეგი, რომლითაც ამ ტურნირის რეკორდი დამყარდა. ინგლისელებმა 8:0 გაიმარჯვეს - აქამდე კონფერენს ლიგაზე, 8-ბურთიანი სხვაობით არცერთ გუნდს მოუგია. "ნორდშელანდმა" "ლუდოგორეცს" 7:1 მოუგო, ხოლო "ფიორენტინამ" და "აინტრახტმა" 6:0 მოუგეს შესაბამისად "ჩუკარიჩკისა" და "ჰელსინკის" - სამივე შეხვედრა 2023 წელს ჩატარდა.

სარეკორდო თამაშში დუბლები ჟოაუ ფელიქსმა და ნკუნკუმ შეასრულეს, თითო გოლი კი მუდრიკის, ადარაბიოიოს, გუიუსა და დისასის ანგარიშზეა. ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჰქონდა ენცო ფერნანდეს, რომელმაც 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩელსიმ პირველი ნახევარი 6:0 მოიგო. ეს არის პირველ ტაიმში ყველაზე დიდი სხვაობა, რომლითაც ინგლისურმა კლუბმა, ევროტურნირებზე, 1976 წლის შემდეგ მოიგო. ("დერბი ქაუნთის" აქვს 6:0 მოგებული).

3-დან 3 მოგებით ჩელსი ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 100%-იანი შედეგი კიდევ 5 გუნდს აქვს, თუმცა გატანილ და მიღებულ ბურთებს შორის სხვაობა ლონდონელების მხარესაა (+13).

სხვა სტატიები