ჩელსიმ აივან ტოუნის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსიმ" "ბრენტფორდს" აივან ტოუნის ტრანსფერის შესახებ მიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ "ბრენტფორდთან" არანაირი შეთანხმება არ მიღწეულა, ტოუნი ამ ზაფხულს "ფუტკრებს" დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სპორტული გამოცემები ავრცელებენ.
Sky Sports-ის ცნობით, "ჩელსი" თვლის, რომ ტოუნი გუნდის სათამაშო სისტემაში კარგად ჩაჯდება. "არისტოკრატები თვლიან, რომ ინგლისელში გადახდილი თანხა გონივრული იქნება.
BREAKING: Chelsea have made a move to sign Ivan Toney from Brentford 🚨 pic.twitter.com/mTVkYKqZne
— Sky Sports News (@SkySportsNews) August 27, 2024
აღსანიშნავია, რომ ტოუნისთან ბრძოლა "ჩელსის" "ალ ჰილალთან" მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, არაბული კლუბი ინგლისელს სამწლიან კონტრაქტს უმზადებს.