Belive

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში, საქართველოს მეტოქის, ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილი გახდა.

ევროპის ჩემპიონატისთვის, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: ვიტესლავ იაროში (გრაცის "შტურმი"), მატეი კოვარი (ლევეკუზენის "ბაიერი"), იანდრიხ სტანეკი (პრაღის "სლავია");

მცველები: ვლადიმირ ცოუფალი ("ვესტ ჰემი"), დავიდ დუდერა (პრაღის "სლავია"), ტომაშ ჰოლესი (პრაღის "სლავია"), რობინ ჰრანაცი (პლზენის "ვიქტორია"), დავიდ იურაშეკი ("ჰოფენჰაიმი"), ლადისლავ კრეჩი (პრაღის "სპარტა"), მარტინ ვიტიკი (პრაღის "სპარტა"), ტომაშ ვლჩეკი (პრაღის "სლავია"), დავიდ ვინტერი (პრაღის "სლავია");

ნახევარმცველები: ანტონინ ბარაკი ("ფიორენტინა"), ვაცლავ ჩერნი ("ვოლფსბურგი"), ლუკაშ ჩერვი (პლზენის "ვიქტორია"), მატეი იურაშეკი (პრაღის "სლავია"), ანდრეი ლინგრი (როტერდამის "ფეიენოორდი"), ლუკაშ პროვოდი (პრაღის "სლავია"), მიხალ სადილეკი ("ტვენტე"), ტომას სოუჩეკი ("ვესტ ჰემი"), პაველ სულცი (პლზენის "ვიქტორია");

თავდამსხმელები: ადამ ჰლოჟეკი (ლევერკუზენის "ბაიერი"), ტომაშ შორი (პლზენის "ვიქტორია"), მოჟმირ შიტილი (პრაღის "სლავია"), იან კუჩტა (პრაღის "სპარტა"), პატრიკ შიკი (ლევერკუზენის "ბაიერი");

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრების მატჩი 22 ივნისს, ჰამბურგში, "ვოლკშპარკსტადიონზე" გაიმართება.

სხვა სტატიები