Belive

ჩეხეთის ნაკრები საქართველოს სავსე სტადიონზე უმასპინძლებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის A ჯგუფის ბოლო მატჩში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთთან ითამაშებს, შეხვედრა 12 000-იან სტადიონზე, 19 ნოემბერს, ოლომოუცშია დაგეგმილი. სულ რამდენიმე დღე დასჭირდა მატჩის ყველა ბილეთის გაყიდვას, ასე რომ, ჩეხეთი სავსე მოედანზე გვიმასპინძლებს.

ეჭვი არ მეპარება, რომ სტადიონი სავსე იქნება, რადგან ეროვნული ნაკრების მიმართ ინტერესი ოლომოუცში ყოველთვის დიდი იყო და გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეროვნული ნაკრების ყველა საშინაო მატჩის ბილეთები გაყიდულია. ორივე გუნდს, დიდი ალბათობით, ქულები დასჭირდებათ, ამიტომ საინტერესო თამაში შედგება.

ალბანეთთან ბოლო საშინაო მატჩში შესანიშნავი ატმოსფერო იყო და მჯერა, რომ მსგავსი იქნება ოლომოუცში საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისეთივე თამაში და შედეგი ვაჩვენოთ, როგორც ალბანეთთან. - განაცხადეს ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ პეტრ ფუსეკმა და გენერალურმა მენეჯერმა ტომაშ ჰუბშმანმა

საქართველოს ნაკრებს, ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრა ბათუმში, უკრაინასთან ელის. 3 დღეში კი სტუმრად, ჯგუფის ბოლო თამაში იქნება ჩეხეთთან. უკრაინამ პოლონეთში 1:0 მოგვიგო და აქ ჩვენს ნაკრებს აქვს დასამტკიცებელი, რომ ის შედეგი სამართლიანი არ იყო. ჯგუფის პირველ მატჩში კი, მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთი 4:0 დავამარცხეთ და მომავალი მასპინძლები რევანშის სურვილით იქნებიან განწყოობილი.

სხვა სტატიები