Belive

ჩავი სიმონსი: ,,ნეიმარი პსჟ-ში ჩემზე შვილივით ზრუნავდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პსვ ეინდჰოვენის'' შემტევმა, ჩავი სიმონსმა, დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ,,პარი სენ ჟერმენში'' თამაშისას ადაპტაციაში ყველაზე მეტად დაეხმარა:

,,ვინ დამეხმარა ,,პსჟ-ში''? ესპანურ, ფრანგულ და ნიდელანდურ ენებზე კომუნიკაცია შემეძლო და ყველას ველაპარაკებოდი. ნეიმარი, რომელიც ბავშვობიდან მიცნობდა, ძალიან დამეხმარა. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩემზე თითქმის შვილივით ზრუნავდა. მუდამ მისი მადლიერი ვიქნები.

ყოველი დღე მესისთან და მბაპესთან ერთად წარმოუდგენელია... მათი ვარჯიშის ყურება... რამოსი, მარკინიოსი, ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება თვალს ტელევიზიით ადევნებდი, შენ გვერდით ვარჯიშობენ. ძალიან კარგი იყო,'' - სიმონსის სიტყვებს Marca ციტირებს.

ჩავი სიმონსი 2010-2019 წლებში ,,ბარსელონას'' აკადემიაში თამაშობდა, 2021-2022 წლებში კი ,,პარი სენ ჟერმენის'' ძირითად გუნდში ირიცხებოდა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ნიდერლანდელის ანგარიშზე ,,პსვ-ს'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები