ჩაკვეტაძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება - უოტფორდიდან ისმაელი გაუშვეს
ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ქოვენთრი სიტისთან" 1:2 წააგო. უოტფორდის ხელმძღვანელობამ, მატჩის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვალერიენ ისმაელი დაითხოვა. კლუბს დროებით ტომ კლევერლი ჩაიბარებს, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია.
34 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა კარიერა სწორედ უოტფორდში, 2023 წელს დაასრულა. ამ მომეტისთვის, უოტფორდს 45 ქულა აქვს და ჩემპიონშიპის მე-13 ადგილზეა.
ქოვენთრისთან შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო, მას კოჭში მძიმედ მოხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე შეცვალეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება და მოახერხებს თუ არა გიორგი 21 მარტამდე გამოჯანმრთელებას, როცა საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება ლუქსემბურგის წინააღმდეგ.
Tom Cleverley will assume the position of Interim Head Coach at Vicarage Road.
— Watford Football Club (@WatfordFC) March 9, 2024
This follows Watford FC terminating the contract of Valérien Ismaël after today's home defeat to Coventry City.