Belive

ჩაკვეტაძე დაბრუნდა | უოტფორდის ზედიზედ მესამე ფრე

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩის შემდეგ, რომელშიც საბერძნეთი პენალტების სერიაში დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზებთ, გიორგი ჩაკვეტაძე კლუბის მაისურით მხოლოდ დღეს გამოჩნდა. "უოტფორდის" ბოლო შეხვედრაში, "ვესტ ბრომვიჩთან" სტუმრად (2:2) გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია. შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველი შემტევი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს, მიზეზად გიორგის უეცარი ავადმყოფობა დასახელდა.

დღეს "პრესტონის" წინააღმდეგ შეხვედრაში, ჩაკვეტაძე მოედანზე 62-ე წუთზე გამოვიდა, sofascore-გან ქართველმა (7.0) შეფასება დაიმსახურა, whoscored-გან კი (6.2). გიორგიმ 87-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

უოტფორდი ჩემპიონშიპის მე-14 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სტუმრად, "იპსვიჩის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები