Belive

"ჩაკვეტაძემ უოტფორდში ბოლო თამაში ჩაატარა" - გულშემატკივართა ექსპერტი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"უოტფორდის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე ფეხის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უფრო აქტიურად დაიწყო საუბრები იმის თაობაზე თუ სად გააგრძელებს ჩაკვე კარიერას. ჯასტინ ბიტი, რომელიც "უოტფორდის" გულშემატკივართა ექსპერტია, Football League World-თან საუბრობს.

აბსოლუტურად გაოგნებული ვიქნები, თუ ეს გიორგი ჩაკვეტაძესთვის "უოტფორდში" ბოლო თამაში არ გამოდგება, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ის სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

გიორგი კლუბისთვის ყველაზე ძვირფასი პროდუქტია და ყველაზე გაყიდვადი აქტივია, კლუბს ფული სჭირდება, ამიტომ მე ძალიან მეეჭვება, რომ მომდევნო სეზონში ის კვლავ "უოტფორდში" იასპარეზებს, მე ვფიქრობ, რომ ჩაკვეტაძე გუნდიდან წავა.

"უოტფორდში" მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნო იყო და ამას ყველა ჩვენგანი აფასებს, მაგრამ გულშემატკივრების უმეტესობა მიხვდება თუ რატომ უნდა გავყიდოთ იგი. - ჯასტინ ბიტი - "უოტფორდის" გულშემატკივართა ექსპერტი

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, ესენია: "ევერტონი", "ვულვზი" და "ლესტერი". ასევე იტალიის სერია A-ს კლუბის, "კომოს" ინტერესიც დაფიქსირდა.