Belive

ჩაღლარ სოიონჯუ მადრიდის ატლეტიკოდან სამშობლოში დაბრუნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქი ცენტრალური მცველი, ჩაღლარ სოიონჯუ ბუნდესლიგის, პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის შემდეგ, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

კონკრეტულად, 27 წლის ფეხბურთელი "ფენერბაჰჩეში" მადრიდის "ატლეტიკოდან" იჯარის წესით 2024 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

თურქეთის ნაკრებში 55 შეხვედრის ჩამტარებელი ფეხბურთელი 2018 წლიდან პრემიერ ლიგაში თამაშობდა და "ლესტერის" მაისურს ირგებდა, 2023 წლის ზაფხულში კი "როხიბლანკოს" შეუერთდა, თუმცა დიეგო სიმეონე მას ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს. საერთო ჯამში, მან სულ 9 შეხვედრაში ითამაშა და ახლა სამშობლოში დაბრუნდა.

სოიონჯუს კარიერის განმავლობაში თურქულ "მენემენში", "ბუკასპორში", "ალიაგასა" და "ალტინორდუში", ასევე, გერმანულ "ფრაიბურგში" და "ლესტერში" აქვს ნათამაშები. მისი კონტრაქტი მადრიდელებთან 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.