Belive

ბუქარესტი ბუდაპეშტია? | პსჟ-ს ფანი ფინალის სანახავად სხვა ქვეყანაში ჩავიდა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

შაბათ საღამოს, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“, პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ათიათასობით გულშემატკივარი სტადიონზე და შემდეგ უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში ზეიმობდა.

საოცარია, რომ პსჟ-ს ერთ გულშემატკივარს შორიდან მოუწია სანახაობის ყურება - მიუხედავად იმისა, რომ მან მატჩზე დასასწრები ბილეთი შეიძინა. სასაცილო ფაქტია, რომ ამ 'უბედურმა' ფრანგმა, საფრანგეთიდან მგზავრობისას, შეცდომა დაუშვა და თავი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ამოყო.

მიუხედავად იმისა, რომ 1.7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ბუქარესტი არაჩვეულებრივი ქალაქია და ბევრი რამ აქვს შესათავაზებელი, პსჟ-ს ამ გულშემატკივარმა, ალბათ, ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა - ბუქარესტი ბუდაპეშტი ნამდვილად არ არის.

სხვა სტატიები