Belive

ბუფონმა საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა - 500 მშრალად შენახული კარი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
44 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ - ჯანლუიჯი ბუფონმა, საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გახდა ერთადერთი მეკარე, რომელმაც კარიერაში კარი მშრალად 500-ჯერ შეინახა. სერია B-ს გასულ ტურში, "პარმა" "ბენევენტოს" ესტუმრა და მატჩი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა, 44 წლის ჯიჯიმ კი კარი მშრალად შეინახა. 2022 წლის 5 თებერვალს,  ბუფონი პირველი მეკარე გახდა ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც 500 ოფიციალურ თამაშში, გოლი არ გაუშვა. ამ 500 მატჩიდან, კარი მშრალად "იუვენტუსში" 322-ჯერ შეინახა, 92-ჯერ "პარმაში", 9-ჯერ "პსჟ"-ში, 77-ჯერ კი იტალიის ეროვნულ ნაკრებში. ასევე შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ რამდენიმე დღინ წინ განაცხადა, რომ იგი თამაშს 50 წლამდე აპირებს და მზად არის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ითამაშს.  

სხვა სტატიები