ბუნდოვანი ვითარება - ლა ლიგას მესის დასაბრუნებლად მწვანე შუქი არ აუნთია
არგენტინელი სუპერვარსკვლავის უკანასკნელმა ქცევებმა და სოციალურ ქსელებში გამოვლენილმა აქტივობამ, კატალონიური გრანდის გულშემატკივარს იმედი ჩაუსახა, რომ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
მესის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, "ბარსელონას" კვლავ გამოჩენის შემდეგ, ესპანურმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანა" მესის დაბრუნებაზე მუშაობს და თავად სუპერვარსკვლავსაც სურს მშობლიურ კლუბში დაბრუნება.
ლეო მესის კვლავ "ბარსელონას" მაისურით ხილვა, უამრავ გულშემატკივარს გააბედნიერებს, თუმცა სიტუაცია არც ისე მარტივია. "ბარსელონა" რთულ ვითარებაში იმყოფება - იმისათვის, რომ მესი დაბრუნდეს, კატალონიური გრანდის წარმომადგენლებმა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა "ფინანსური ჭერი" არ დაარღვიონ და კლუბში დარეგისტრირებული მოთამაშეების ლიმიტსაც არ გასცდნენ.
იმისათვის, რომ ლა ლიგამ "ბარსელონას" მწვანე შუქი აუნთოს საჭიროა, რომ კატალონიელებმა ფეხბურთელების კონტრაქტებს გადახედონ და ხელფასებიც შეამცირონ. "ბარსელონას" ასევე ინიგო მარტინესისა და გავის კლუბში დარეგისტრირების პრობლემაც აქვს მოსაგვარებელი.
There’s still no green light from La Liga to Barcelona for Leo Messi’s return. Feeling of “very complicated” plan as president Tebas stated. 🔵🔴🇦🇷 #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 1, 2023
Includes salaries to be reduced and also players to be registered including Inigo Martinez & Gavi.
🎥 https://t.co/Jyf6fgtnGX pic.twitter.com/y3Bv3mDD0Y