Belive

ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გახდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გამორჩეული სეზონის შემდეგ, "დორტმუნდის ბორუსიას" 19 წლის ნახევარმცველი - ჯუდ ბელინგემი, ბუნდესლიგის 2022/23 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბელინგემის სეზონი ისე არ დასრულებულა, როგორც მას სურდა, თუმცა მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. მისი მატჩები და "დადგმული შოუები" აღიარების ღირსია, სწორედ ამ მიზეზით, იგი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი ფაქტი კი ხშირად ნამდვილად არ ხდება, რადგან "დორტმუნდმა" ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, თუმცა მაინც მათი ფეხბურთელი გახდა საუკეთესო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯუდ ბელინგემი "დორტმუნდის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კაპიტნის სამკლაური მოირგო. მარკო როისის ტრავმის შემდეგ, ჯუდი მთელი სეზონის განმავლობაში გერმანული გრანდს კაპიტნობდა.

19 წლის ინგლისელმა შემტევმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები