Belive

ბუნდესლიგა ტრანსლაციის უფლების ნაწილს 4,5 მილიარდ ევროდ გაყიდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა, რომელიც ბუნდესლიგისა და მეორე ბუნდესლიგის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, მატჩების ტრანსლაციის უფლების ნაწილს უცხოელ ინვესტორებს 4,5 მილიარდ ევროდ მიყიდის. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენების უფლების 25%-ის გაყიდვაზე, მთლიან კონტენტს კი DFL-ი 18 მილიარდ ევროდ აფასებს.

ლიგის ხელმძღვანელობა ასეთი გადაწყვეტილებით ინგლისის პრემიერლიგასთან და ესპანეთის ლა ლიგასთან ფინანსური ჩამორჩენის შემცირებას გეგმავს.

ამდროისთვის ტენდერში მონაწილეობას ექვსი კომპანია იღებს, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკული Sixth Street, რომელმაც შარშან ,,ბარსელონას'' მედიაბიზნესის წილი 300 მილიონ ევროდ იყიდა.

სხვა სტატიები