Belive

ბუნდესლიგა 2-ში ფანებმა VAR-ის კაბელები მოიპარეს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კურიოზული შემთხვევა ბუნდესლიგა 2-ში. გერმანიის მეორე დივიზიონში, მიუნსტერის ორი ნიღბიანი გულშემატკივარი, ბერლინიის ჰერტას წინააღმდეგ საშინაო მატჩის დროს, მოედანზე შეიჭრა და VAR-ის კაბელი მოიპარა, რამაც ეკრანი მთლიანად გააშავა.

მსაჯი ჰერტასთვის შესაძლო პენალტის გადასახედად მიდიოდა, როდესაც გულშემატკივრებმა კაბელები ჩახსნეს. ჩანაწერების არარსებობის გამო, VAR-ის მსაჯს გადაწყვეტილების მიღება თავად მოუწია და პენალტი დანიშნა, რომელიც მოგვიანებით გოლად იქცა.

მატჩი ჰერტას გამარჯვებით (1:2) დასრულდა.