ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი: "დიდი მადლობა ქართველ ხალხს გვერდში დგომისთვის..."
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ჩვენ გუნდს სამწუხაროდ 5 უძლიერესი ფეხბურთელი აკლდა დღევანდელ მატჩში და ჩვენი მთავარი მიზანი იყო ის, რომ დანაკლისის მიუხედავად, მხოლოდ კონტრშეტევებზე გვეთამაშა. დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ, პირველი მატჩის შემდეგ ეს მატჩი ჩემთვის სასიამოვნო და მისაღებია. ძირითადად დღევანდელ მატჩში დაცვიდავ ვითამაშეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გამოწვეული იყო იქიდან, რომ 5 უძლიერესი ფეხბურთელი გვაკლდა. პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ გუნდს იმ რთული ფაქტებიდან გამომდინარე, რა პირობებშიც მოგვიწია თამაშის ჩატარება, მე შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ვთამაშობთ არამარტო ჩვენი სახელით, არამედ ქვეყნის სახელით. მინდა ვისარგებლო მომენტით და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფედერაციას და ქართველ ხალხს გვერდში დგომისთვის. საქართველოში რჩება ჩვენი ნაკრების ექიმი, ასევე სამშაბათს ჩამოფრინდება ტოდორ ნედელევსკის მეუღლე და იქნებიან აქ სანამ იგი კარგად არ გახდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გვერდში დგომისთვის, საოცარი ხალხი ხართ".