ბუკაიო საკამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 255 ადამიანს თავშესაფარი გადასცა
ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავმა ბუკაიო საკამ მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 255 ადამიანი თავშესაფრით უზრუნველყო, მათ ინგლისელმა ფეხბურთელმა 50 კონტეინერი გადასცა.
სექტემბერში აფრიკულ ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 7.2 მაგნიტუდას მიაღწია, რის შედეგადაც 3000 ადამიანი დაიღუპა. მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა მაროკოში 120 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ყოფილა.
ალ ჰაუზის და ტარუდანტის პროვინციები სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებს შორის მოხვდნენ.
საკამ ითანამშრომლა საქველმოქმედო ორგანიზაცია BigShoe-სთან, რათა ტარუდანტის 84 ოჯახისთვის თავშესაფარი გადაეცა. აღნიშნულ სოფელში სტიქიას 42 ადამიანი ემსხვერპლა.
Hundreds of people in the Moroccan provinces of Al Haouz and Taroudannt lost their homes and loved ones in an earthquake. Thanks to Bukayo Saka, they are now receiving help, have a roof over their heads again and a smile on their faces. ❤️🙏🇲🇦#BigShoe #OneTeam #FootballConnects pic.twitter.com/oAaRvjHrPY
— BigShoe (@BigShoe_11) December 19, 2023